თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, ნარკოტიკის მოხმარება არ დადასტურდა – გახარია

თბილისის მერობის კანდიდატის, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ვენაში ჩატარებული თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, მას არანაირი ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდასტურდა.

“ესეც თმის ნიმუშის კვლევის პასუხი! ავსტრიის ლაბორატორიის „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ დასკვნით, თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. #არაჩადებას“. – წერს გახარია.