დღეს, 25 თებერვალს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და ტაბულა კრემლთან კოლაბორაციონიზმს გააპროტესტებს.
“საუკუნის წინ, 25 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო, პოლიტიკური, კულტურული, სასულიერო და სამხედრო ელიტა გაანადგურა და ქართული საზოგადოება ტოტალიტარულ მარწუხებში ჩამორჩენილობისთვის გაწირა.
საუკუნის შემდეგ, როცა ისტორიული შანსი გვაქვს თავი დავაღწიოთ რუსეთის გავლენას და ჩვენს ბუნებრივ წიაღში დავბრუნდეთ, საქართველოს მართავს კრემლის გავლენის აგენტი ხელისუფლება, რომელიც მტერი სახელმწიფოს ინტერესებში მოქმედებს და შესაძლოა ქართველი ხალხის ისტორიულ მისიას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
25 თებერვალს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და ტაბულა კრემლთან კოლაბორაციონიზმს გააპროტესტებს”. – ნათქვამია განცხადებაში.