თსუ-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისი განცხადება თსუ-ს წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

მათი ინფორმაციით, დღეისთვის, ინფიცირებულის პირადი კონტაქტები დადგენილია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. ამ ეტაპზე, გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა. მეათე კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები კიდევ ერთხელ ჩატარდა.