თუკი დავინახეთ, რომ ამ გახსნებმა ჩაიარა უსაფრთხოდ, უფრო შორს წავალთ-თურნავა

”თუკი დავინახეთ, რომ ამ გახსნებმა ჩაიარა უსაფრთხოდ, უფრო შორს წავალთ”-ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის პროცესი იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდება.

 

„ერთი მხრივ, იმედიანად ვართ განწყობილები, რადგან კონტროლქვეშაა ეპიდვითარება, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ჩვენ ერთიანად რომ გავხსნა ყველაფერი, ამან გამოიწვიოს ნეგატიური შედეგი. თუკი დავინახეთ, რომ ამ გახსნებმა ჩაიარა უსაფრთხოდ და არ გაუარესდა ვითარება, უფრო შორს წავალთ. რომელი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება, ამაზე იმსჯელებს საბჭო.

„გვესმის რესტორნების წუხილი, უნდათ დახურული სივრცეების გახსნა, შაბათ-კვირას მუშაობა, მაგრამ მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენი შეზღუდვები იცავს რესტორნებსაც, რომ არ მოგვიხდეს უკან გამოთხოვა ლიბერალიზაციის პოლიტიკის. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მათთან, ვსაუბრობთ, რა დამატებითი პასუხისმგებლობა შეიძლება აიღონ მათ საკუთარ თავზე, მეც ვგეგმავ შეხვედრას”, – ამბობს თურნავა.