მუდმივად მეღიმება ხოლმე – ლევან ხაბეიშვილი და მერე მთელი პროპაგანდა რომ იქოქება სამთავრობო მედიის, რომ, აი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი… ხაბეიშვილს ხომ ვერ აშავებენ, რომ შეჭამა, მოკლა, კორუმპირებულია, მთავრობაში იყო და რამე გააფუჭა – ეგეთი არ არსებობს ბუნებაში და ამიტომ რაღაც უნდა მოიგონონ. გაიხედავენ, გამოიხედავენ, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მაღალ თანამდებობაზე იყვნენ და გასდევს ხოლმე – აი, ვანო მერაბიშვილმა ის თქვა, აი, ვანო მერაბიშვილს, ნახეთ, უკრაინაში სადღაც რადიოში 3 კვირის უკან რაღაც კომენტარი გაუკეთებია – აპ, აპ აპ… მართლა სასაცილოა, გულწრფელად გეუბნებით.
მე ყოფილ პრემიერმინისტრს, თურმე, უნდა ავუკრძალოთ მისი პირადი, სუბიექტური აზრის დაფიქსირება და, სხვათა შორის, რახან ამხელა ამბავი ატყდა, ამის შემდეგ დავინტერესდი და ვნახე – 3 კვირის წინ ჩაწერილი ინტერვიუა და იმ ინტერვიუში ხაზგასმით რამდენჯერმე ამბობს, ჩემი სუბიექტური აზრიაო. არ ვიცი, ახლა, დახვრეტა ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართლებრივად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილი უნდა დავხვრიტოთ და ხმა არ ამოიღოს, არ ვიცი, მას რომ მისი სუბიექტური პოზიცია აქვს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, ეს დანაშაული ვერ იქნება. რაც შეეხება ენმ-ს, მასთან არანაირი კავშირი დღეს ვერ ექნება, თორემ წინა ხელისუფლების პირობებში ეს ადამიანი მაღალ თანამდებობაზეც იყო, დამფუძნებელიც არის და გენერალური მდივანიც იყო. დღეს თავადაც რამდენჯერმე თქვა, მათ შორის, ამ ინტერვიუშიც, რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს.
[…] ცოტა სასაცილოა , თურმე აზიანებს, როგორ შეიძლება, ენა ამოვაძროთ… მე არ მგონია სერიოზული და ეგ ვერ იქნება ენმ-ს პოზიცია. ამ ადამიანს მისი სუბიექტური შეხედულებები აქვს და უნდა ჰქონდეს.