“თურქეთის პრეზიდენტის ნახსენებ 4 პუნქტზე კონსენსუსი არ მიღწეულა”- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტი დმიტრო კულება უარყოფს რომ უკრაინა და რუსეთი 4 პუნქტზე შეთანხმდნენ. კულება აღნიშნავს, რომ იმ პუნქტებზე, რაზეც თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა მხარეებს შორის კონსენსუსი არ მიღწეულა.
„ჩვენი სახელმწიფო გულწრფელად მადლიერია თურქული მხარის და კონკრეტულად პრეზიდენტი ერდოღანის იმ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს. რუსეთთან თურქეთის პრეზიდენტის ნახსენებ 4 პუნქტზე კონსენსუსი არ მიღწეულა. კონკრეტულად, უკრაინის ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული“ – განაცხადა დმიტრო კულებამ.
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასასრულებლად 6-დან 4 საკვანძო საკითხზე „კონსენსუსს“ უახლოვდებიან.