შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ნაღმი აღმოაჩინეს

შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, თურქმა განმნაღმველებმა ერთ კვირაში ორი ნაღმი აღმოაჩინეს.  თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნაღმი ნაპოვნია ბულგარეთის საზღვრის მახლობლად, თურქეთის ქალაქ იგნეადასთან. თავდაცვის მინისტრი ნაღმებთან დაკავშირებულ ინციდენტს რუსეთის და უკრაინის ხელისუფლებებთან განიხილავს.

ნაღმის გაუვნებელყოფის მიზნით გაიგზავნა თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების ჯგუფი.

ერთ–ერთმა მეთევზემ იმ ადგილიდან 200 მეტრში, სადაც ისინი სათევზაო ბადეს აყენებდნენ, ნაღმები შენიშნა. ისინი ჰიდროთვითმფრინავით წაიღეს.

შავ ზღვში, ბულგარეთისა და თურქეთის საზღვარზე ქალაქ ინეადასთან ახლოს ბოლო ორი კვირის მანძილზე მეორე ნაღმი იპოვნეს. პირველი ნაღმი 26 მარტს, თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე  სტამბოლთან ახლოს აღმოაჩინეს.