თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიის გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა მოულოდნელად შეაჩერა სანქცირებული საქონლის ტრანზიტი რუსეთში, რადგან საბაჟო სისტემამ, ახსნა-განმარტების გარეშე,  მათი გაფორმების ბლოკირებადაიწყო.

Bloomberg-მა სიტუაციის გარკვევა შეძლო. სააგენტოს ერთ–ერთმა თურქმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ  ანკარამ 1 მარტიდან თურქეთის გავლით სანქცირებული საქონლის ტრანზიტის შეჩერების ბრძანება გასცა სანქციების შესაბამისად.

ახლა პარალელური იმპორტის ბაზარზე რუსი მონაწილეები ნაჩქარევად ეძებენ ალტერნატიულ მარშრუტებს, რადგან თურქეთის ასეთი ზომები მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო.