თურქეთი სირიაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყებას აანონსებს

თურქეთი სირიაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყებას აანონსებს –  ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე საერთაშორისო მედია თურქეთის პრეზიდენტზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ისინი სხვა რეგიონში “ეტაპობრივად გადავლენ”. ფრანგული გამოცემა France 24 წერს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, თურქეთის ლიდერი ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებით იმუქრება.

  • “ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ჩვენი სამხრეთ საზღვრის გასწვრივ 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის მოწყობაში. ჩვენ გავასუფთავებთ ტალ რიფატს და მანბიჯს”,-თქვა მან.