თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს პალესტინის შეიარაღებულ დაჯგუფება ჰამასთან მათ მიერ მძევლად მყოფი უცხოელების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების გათავისუფლების შესახებ, იუწყება Reuters.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, „ბევრმა ქვეყანამ“ თურქეთს ჰამასის მიერ დაკავებული მათი მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.
ორშაბათს ფიდანმა ეს საკითხიჰამასის ლიდერთან ისმაილ ჰანიესთან განიხილა, განუცხადა როიტერს საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ.
ორშაბათს, ჰამასის ლიდერმა ხალედ მეშალმა თქვა, რომ ჯგუფს აქვს „ ყველაფერი, რაც საჭიროა“ ისრაელის ციხეებში მყოფი ყველა პალესტინელის გასათავისუფლებლად, რაც შეიძლება განიმარტოს, როგორც მძევლების ვაჭრობის საშუალებად გამოყენების სურვილი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
ამ განცხადებიდან მალევე, ჯგუფის შეიარაღებულმა ფრთამ ცალკე განაცხადა, რომ მძევლად აყვანილი არა ისრაელის მოქალაქეები არიან “სტუმრები”, რომლებსაც გაათავისუფლებენ, “როცა გარემოებები ამის საშუალებას მისცემს”.