თურქეთმა შვედეთს და ფინეთს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის 10 პირობა დაუყენა

თურქეთი ვეტოს მოხსნის შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხში, თუ ეს ქვეყნები მის პიროებებს შეასრულებენ. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

მთავარ მოთხოვნებს შორის არის მხარდაჭერის შეწყვეტა ქურთების მუშათა პარტიის და რეგიონის სხვა ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებად თვლის. თურქეთი შვედეთის და ფინეთისგან “ტერორიზმთან კომპლექსურ ბრძოლას“ მოითხოვს, მათ შორის ამ ორგანიზაციებთან კონტაქტების შეწყვეტას, მათი აქტივების გაყინვას და ამ ქვეყნებში ქურთების დემონსტრაციების აკრძალვას.

თურქეთი ასევე მოითხოვს სადაზვერვო მონაცემების გაცვლას და შეზღუდვების მოხსნას თავდაცვით მრეწველობაზე თურქეთთან მიმართებაში.

მაისში რუსეთ–უკრაინის ფონზე ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს. თურქეთმა განაცხადა, რომ დაბლოკავს ალიანსში მათ შესვლას, რადგან ფინეთი და შვედეთი ქურთების მოძრაობს უჭერენ მხარს.