თურქეთმა ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არანჩა გონსალეს ლაიამ განაცხადა,რომ მათ ჩინეთიდან რესპირატორების დიდი პარტია იყიდეს, მაგრამ როცა ჩინეთიდან ესპანეთში მიმავალი თვითმფრინავი ანკარაში დაეშვა, ტვირთი თურქეთის მხარემ ესპანეთისკენ აღარ გაუშვა და თავისთვის დაიტოვა.
ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთმა სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა, თუმცა ამ შემთხვევაში ესპანეთმა აღნიშნული პროდუქცია ჩინეთში შეიძინა, ხოლო ანკარა კი ჩინეთიდან ესპანეთში მიმავალი თვითმფრინავისთვის ერთ-ერთ სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენდა.
არანჩა გონსალეს ლაიამ აღნიშნა, რომ თავის თურქ კოლეგას რამდენჯერმე ელაპარაკა, რათა ტვირთი გაეტარებინათ თურქეთის საზღვარზე, თუმცა ესპანეთის მთავრობაში ამ ტვირთს უკვე დაკარგულად მიიჩნევენ.