თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 15 000-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაშო დაღუპულთა რაოდენობამ 15 000 გადააჭარბა. მოსალოდნელია, რომ 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, რადგან, როგორც ექსპერტები განმარტავენ, პირველ 72 საათშია ადამიანთა გადარჩენა ყველაზე მეტად შესაძლებელი.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.