თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 9 500-ს გადააჭარბა

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 9 500-ს გადააჭარბა.

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში პირველი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 6 957 ადამიანი დაიღუპა და 31 700-ზე მეტი დაშავდა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 2 500-ს აჭარბებს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ორივე ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად 35 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, “არ იყო შემდგომი ბიძგები”.