თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 23 831 ადამიანი, საიდანაც 20 318 დაღუპულია თურქეთში, 3 500-ზე მეტი კი – სირიაში.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 4 მოქალაქე.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა.