თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა – ნახეთ ვიდეო

27 მაისს ადგილობრივი დროით 10 საათზე თურქეთში, ტრაპიზონთან ახლოს მეტეორი ჩამოვარდა. ვიდეოს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თურქული BBC-იავრცელებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს იყო დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრილი მეტეორი, რომელიც ცაში დაიწვა და დედამიწამდე არ მოუღწევია. მოვლენა ყველაზე კარგად ტრაპიზონის,. არდაგანის, ერზრუმის, ართვინის, სივასისა და ტუნსელის პროვინციებში ჩანდა.

მეტეორის  ჩამოვარდნის მომენტი სხვადასხვა ობიექტზე დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს.