საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრას საქართველოს კიდევ 1 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქ. ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მ.შ. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი”, – ამბობენ საგარეო უწყებაში.
აქამდე ცნობილი იყო საქართველოს 3 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ