თურქეთში, მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა – საგარეო

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ.ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის  წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან”, – აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 200-ს გადააჭარბა. ათასობით ადამიანი დაშავებულია.