თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 700-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 700-ს გადააჭარბა, – ქვეყნებში  სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

თურქეთში დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დადასტურებული რიცხვი 1014-ს შეადგენს, სირიაში დაღუპულთა რიცხვი კი 783-ია.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის, გარდაცვლილია 1 797 ადამინი.

სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.თურქეთში საქართველოდან 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა გაიგზავნა.