თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი, ხოლო რუსეთის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი პირი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც მინისტრი ალი იერლიკაია X-ზე წერს, დაკავებული “კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის” ბრალდებით იძებნებოდა და ის ძირითადად რუსეთში ოპერირებდა.ამავე ოპერაციის ფარგლებში დააკავეს რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლ.რ.-ც, რომელსაც ბრალად საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა ედება.
“რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით “საერთაშორისო ტერორიზმის” მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ძებნილი პირი ჰათაის პროვინციაში დააკავეს,” – წერს მინისტრი X-ზე.