თურქეთში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სტამბულში დაიწყო. დაწყებამდე დელეგაციებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმა.

მისი თქმით, დადგა დრო, რომ მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი გამოიღოს.

“მოხარული ვართ, გიმასპინძლოთ ასეთ კრიტიკულ დროს. თქვენ დიდი ძალისხმევა გასწიეთ თქვენი ქვეყნების სახელით. კონფლიქტი ძალიან შემაწუხებელია ჩვენთვის, როგორც თქვენი მეგობარისთვისა და მეზობლისთვის.

კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ყველა დონეზე ვცდილობდით, შეგვესრულებინა მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და კანონის მოთხოვნები.

ჩვენ ვაჩვენეთ სამართლიანი მიდგომა, რომელიც იცავს და პატივს სცემს ორივე მხარის უფლებებს ყველა პლატფორმაზე, სადაც ჩვენ გვაქვს ხმა.

მოლაპარაკებებმა იმედი მისცა მთელ მსოფლიოს. კონფლიქტის გახანგრძლივება არავის სარგებელს არ მოუტანს. ომში გამარჯვებულები არ არსებობენ. დადგა დრო, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს. თურქეთში ჩვენ გულწრფელად ვისურვებთ ამას და მზად ვართ, დაგეხმაროთ“. – განაცხადა ერდოღანმა.