თურქეთში უხარისხო მშენებლობაზე პასუხისმგებელ პირთა დაკავება დაიწყო

თურქეთში უხარისხო მშენებლობაში მონაწილე პირების დაკავება დაიწყო

პირველი, ვინც დააკავეს ხატაიში, Rönesans Residence საცხოვრებელი კომპლექსის მთავარი არქიტექტორია. ამ საცხოვრებელი კომპლექსის სახლები მიწისძვრების შემდეგ მთლიანად ჩამოინგრა.

ათასობით ადამიანი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ აღმოჩენილიყო. არქიტექტორი სტამბოლის აეროპორტში დიდი ოდენობით თანხითა და მონტენეგროს ბილეთით დააკავეს.

დააკავეს ამ კომპლექსის მფლობელებიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ საზღვარგარეთ გაქცევაც სცადეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ შენობებზე გამოძიება ჩატარდება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე თითქმის 20 ათასი ადამიანი შეადგინა.

ექსპერტების აზრით მიწისძვრის სიძლიერის მიუხედავად, რომ არა მშენებლობისას ნორმების დარღვევები, ბევრი შენობა ნგრევას გადაურჩებოდა.