თურქეთში შესასვლელად, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ის უარყოფითი პასუხი დაგჭირდებათ

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესასვლელად მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას,თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.  დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრება შეუძლიათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით.

მისივე ინფორმაციით, უარყოფითი პასუხის ცნობა მოქალაქემ საზღვარზევე უნდა წარადგინოს.