დღეს თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ცნობები, სტიქიას შედეგად გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ.
6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 44 218 ადამიანი, სირიაში – 5 914.