თურქმა ფეხბურთელმა, ჩევჰერ თოქთაშმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah-ი წერს.
5 წლის ბიჭი საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გადაიყვანეს. 23 აპრილს ჩევჰერ თოქთაშმა ექიმებს დაუძახა და თქვა რომ მის შვილს სუნთქვა უჭირდა თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. სუნთქვის გართულების გამო ბიჭის გარდაცვალებად კორონავირუსი ჩაითვალა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ თურქმა ფეხბურთელმა აღიარა რომ საკუთარი შვილი ბალიშით გაგუდა.
აღიარებით ჩვენებაზე მან უარყო ფსიქიკური პრობლემები და ასევე განაცხადა, რომ შვილი არასდროს უყვარდა და ეს ამიტომ გააკეთა. ჩევჰერ თოქთაშს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.