თურქმენეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებს სიტყვა “კორონავირუსის“ გამოყენება აეკრძალათ. ეს სიტყვა ჯანდაცვის სპეციალური საინფორმაციო ბროშურებიდანაც ამოიღეს, რომელსაც სკოლებში, საავადმყოფოებში და სამუშაო ადგილებში ავრცელებენ.
ამის შესახებ რეპოროტიორები საზღვრებს გარეშე თურქმენეთის მცირერიცხოვან დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებათაგან ერთ–ერთზე დაყრდნობით წერს, რომლის ვებგვერდი თურქმენეთში დაბლოკილია.
ამ საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩენილი ხალხი შესაძლოა ქუჩაშიც დაიჭირონ, თუ სახეზე ნიღაბი ექნებათ გაკეთებული ან რიგებში ან გაჩერებებზე კორონავირუსის შესახებ საუბრისას პოლიციამ მიუსწრო.
თურქმენული ლექსიკონიდან სიტყვა კორონავირუსის გაქრობა “რეპორტირები საზღვრებს გარეშე“–ს შეფასებით ხელისუფლებას პანდემიის შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის ჭირდება, რითაც საკუთარ მოქალაქეებს საფრთხეში აგდებს.
ამ რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, რეაქცია იქონიონ პრეზიდენტ გურბანგულუ ბერდიმუჰამედოვის ავტორიტარული რეჟიმის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მუდმივად არღვევს ადამიანის უფლებებს.
თურქმენეთის მოქალაქეებს ფაქტიურად არ აქვთ წვდომა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ქვევყნის ხელისუფლების ინფორმაციით კი თურქმენეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ერთადერთი ზომა, რომლის გამოყენებისკენ პრეზიდენტმა მოსახლეობას თავის დასაცავად მოუწოდა ტრადიციული მეთოდით, მცენარე ჰარმალას ორთქლით მკურნალობაა.
წყარო: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე