თურქეთის სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გუშინ, 19 ნოემბერს, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი Kafkametler-ის კაპიტანმა ბოლოს დილის საათებში შესაბამის სამსახურებს შეატყობინა, რომ გემი ქალაქ ერეგლისთან მდებარე ჯებირისკენ მიემართებოდა. მას შემდეგ გემთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა.
კვირას რეგიონში ძლიერი შტორმი დაიწყო, რამაც საჰაერო და საზღვაო სამაშველო ჯგუფებს გემის ძებნაში ხელი შეუშალა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამძებრო-სამუშაოები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.