თუშეთში გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თუშეთში, სოფელ ომალოში გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, სასტიკი მოპყრობით, ან სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.