თუშეთში ტურისტი მოტოციკლით ხევში გადავარდა და დაიღუპა

თუშეთში ტურისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა. როგორც ცნობილია დაღუპული შვეიცარიის მოქალაქეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ის ომალოდან ფშავის მიმართულებით მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა.

მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს, თუმცა ტურისტი გარდაცვლილი იყო.