“თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას”- აცხადებს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოშიმშილე ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
“ფინალი, რა ვიცი, ადამიანი მიხეილ სააკაშვილი თავის ჯანმრთელობას იზიანებს… უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.