დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის გავრცელება ამ არსებული ინტენსივობით გაგრძლედება, საშიშროება არ გველის.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 85%–ს შეადგენს.
,,საერთო მდგომარეობა კონტროლირებადია, დღეს კიდევ 3 ახალი შემთხვევაა, ყველას წყარო ვიცით. ორი დაკავშირებულია ტრაილერის მძღოლებთან და ერთი კარანტინში იყო იდენტიფიცირებული. ასეთი ერთეული შემთხვევები ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გამოჯანმრთელების პროცენტი არის 85%. გრძელდება ინტენსიური ტესტირება დღესაც ჩატარებულია დაახლოებით 1500 ტესტი. თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, რასაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი საშიშროება არ გველის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსთან საუბარში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსს 924 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 785 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. მე–15 პაციენტი, რომელიც 82 წლის მამაკაცი იყო, დღეს დაიღუპა.