ტელეკომპანია “ფორმულა” ასაჯაროებს ჩანაწერს საიდანაც ირკვევა, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა.
ხიდაშელი უცნობს პირს უყვება, რომ საქართველოს მთავრობის წარმომანდგელებთან შეხვედრის ორგანიზება შეუძლია.
“შენზე დამოკიდებული არაა. გესმის, ხო? მზად ვარ ყველაფერი დავაორგანიზო, თუ ჩვენ ამ ადამიანებს ერთმანეთს არ გავაცნობთ და მათ თვითონ არ ექნებათ ურთიერთობა, მხოლოდ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”, – ისმის საუბრის ფრაგმენტში.
“იანვარში ვამზადებ დიდ… მე დავიქირავე გერმანელები, მე კი არ დავიქირავე, მე კი არა სიტუაციამ დაიქირავა გერმანელები – მოდი, ასე ვთქვათ, სიტუაციამ დაიქირავა დიდი გერმანელები და ისინი ამზადებენ პრეზენტაციას მთავრობისთვის”, – ამბობს ხიდაშელი ჩანაწერში.
ხიდაშელი ყურადღების ცენტრში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ მოექცა. ანგარიშის თანახმა, დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.
ამის შემდეგ დავით ხიდაშელმა კი გაავრცელა განცხადება, რომ მთავრობა “უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან” ვერ იცავს და გადაწყვიტა, რომ “განზე გადგეს”.