თუ არავინ დააყენა კანდიდატი, ვიფიქრებთ მეგრელიშვილის კანდიდატურაზე – ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები თბილისის მერობის კანდიდატებს წარადგენენ.

მისი თქმით, ეს თუ არ მოხდება, იფიქრებენ ვახო მეგრელიშვილის კანდიდატად დასახელებაზე.

“ველოდებით ჩვენს კოლეგებს. იმედი გვაქვს, რომ ისინი მზად არიან ამ არჩევნებისთვისაც და დააყენებენ ბევრ კანდიდატს, რომ პირველ ტურში ვერ გაირკვეს გამარჯვებულის ვინაობა. თუ არავინ დააყენა და ასეთი სასწაული მოხდა ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენ ვიფიქრებთ ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურაზე. მაგრამ ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობთ”,– ამბობს იაგო ხვიჩია იმედთან საუბრისას.

ნიკა მელია ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატია, ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობის. მათ მხარს უჭერენ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება და “დროა”. ჯერჯერობით კანდიდატი არ დაუსახელებიათ ლელოს და სტრატეგია აღმაშენებელს.