ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტია რეგისტრაციიდან არ მოიხსნება, ეს ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება.
დეკანოიძის თქმით, პატრიოტთა ალიანსი პროპუტინისტური პარტიაა, ირმა ინაშვილი კი ბიძინა ივანშვილის ფავორიტია.
“ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. არც ის არ არის ახალი ამბავი, რომ პატრიოტთა ალიანსი პროპუტინისტური პარტიაა, არც ის არ არის ახალი ამბავი, რომ ქართული ოცნების წიაღიდან ამოსული პარტიაა, რომ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ოპოზიციონერია ირმა ინაშვილი.
ქართული ოცნება უზრუნველყოფს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩადიან, მიდიან-მოდიან და მერე ყოველგვარი კარანტინის და იზოლაციის გარეშე დადიან ინაშვილი და თარხან-მოურავი.
იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მოიხსნებიან რეგისტრაციიდან, ეს იქნება პირდაპირ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.
ცენტრმა “დოსიემ” გამოაქვეყნა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან 8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.
ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
დღეს ელენე ხოშტარიამ პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.