ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი მისცა და ჰკითხა, თუ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტში რას აკეთებს.
“მე მინდა, შემომატებულ დეპუტატებს მივულოცო დეპუტატების მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება. ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა, თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 20 ## ##. მოინიშნეთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ? ეს რიტორიკული კითხვა იყო”,– უთხრა წულუკიანმა ელისაშვილს.
ცნობისთვის, ელისაშვილმა პარლამენტში საკუთარი მობილურის ნომერი გამოაცხადა და თქვა, რომ 4 წლის განმავლობაში უპასუხებს.