თუ არ გსურთ, ხვალ “ბუჩას სინდრომით” დაიტანჯოთ, მოგვეცით მძიმე იარაღი – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი ტვიტერზე წერს.
“ევროპამ, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია გაზისა და ნავთობის გარეშე დარჩეს, უნდა გაიგოს: ბუჩა – მხოლოდ სიმართლის დასაწყისია თანამედროვე რუსეთის შესახებ. შემდგომში ასობით უკრაინული ქალაქი იქნება, სადაც კაციჭამია “რუსული სამყარო” იმყოფებოდა. თუ არ გსურთ, ხვალ “ბუჩას სინდრომით” დაიტანჯოთ – მოგვეცით მძიმე იარაღი დღეს”-აცხადებს პოდოლიაკი.