ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ასე გაგრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ დაბრკოლება გადალახა.
,,ბოლო რამდენიმე დღეა დადასტურებულ შემთხვევებს აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და თუ ასე გაგრძელდება ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაბრკოლება გადავლახეთ, ვნახოთ რა იქნება. პროგნოზირება ყველგან ძალიან რთულია, თუ ჩვენ ყველა სწორად მოვიქცევით, მთელი ვერტიკალი და მოსახლეობა, იმედია ასეთ მონაცემებს შევინარჩუნებთ, ეს ალბათ იქნება საწინდარი იმისა, რომ გარკვეულწილად ეპიდემიას დავძლევთ”,- ამბობს მარინა ეზუგბაია.
მისივე თქმით, ჯამში 275 ინფიცირებული ადამიანი გაეწერა, ხოლო 331 მკურნალობას აგრძელებს და თუ ასე გაგრძელდა, განსხვავება ,,კარგი და სერიოზული” იქნება.
საქართველოში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-ია, მათგან 275 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.