“ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარ სააკაშვილის გეგმები არის აბსოლუტურად რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული თითოეული მისი ეს გეგმა და მოწოდება, რომელიც მისგან მომდინარეობს. ჩვენს სამსახურებს დეტალური ინფორმაცია აქვს ამის თაობაზე.
რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ამ არჩევნებით კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ყველა ადამიანს და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება მშვიდობიანი ფორმით, თუ ეს გასცდება კანონის ფარგლებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. ჩვენ არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან შემოტანილი ყველა ასეთი არეულობის მცდელობა იქნება აღკვეთილი და სამაგალითოდ დასჯილი“
ამბობს ღარიბაშვილი დღევანდელ აქციაზე, რომელსაც ოპოზიცია თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გამართავს.