თუ აქ ვერ დაეხმარებიან, უცხოეთში წაყვანაზე საუბარი შეიძლება იყოს – სარჯველაძე სააკაშვილზე

”თუ იქნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვერც პენიტენციური სამსახურის და ვერცერთი კერძო კლინიკის მომსახურება ვერ აღმოჩნდება საკმარისი, სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით გუშინაც აღინიშნა, რომ ღმერთმა დაიფაროს, ასეთი რამ სჭირდეს ბატონ სააკაშვილს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება, ამაზე საუბარი დაიწყოს, მანამდე ესაა საფუძველს მოკლებული.”

ასე ეხმაურება,  ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. სააკაშვილი დღეს დილით რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.