“რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იგივე არჩევანს აკეთებენ. ამ დღეებში, ამ საათებში რუსეთის მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს სიცოცხლესა და მონობას შორის. დღეს, ხვალ, მომდევნო კვირა ის დროა, როცა შეგიძლიათ დაამარცხოთ ბოროტება გამოუსწორებელი დანაკარგების გარეშე.

რუსეთის მოქალაქეებო, თქვენთვის ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობისთვის, ეს არის ბრძოლა თქვენი ქვეყნისთვის და საუკეთესოსთვის, რაც მას ჰქონდა — თავისუფლებისთვის, რაც თქვენ ნახეთ, კეთილდღეობისთვის, რომელიც იგრძენით. თუ ახლა გაჩუმდებით, შემდეგ თქვენ მაგივრად მხოლოდ თქვენი სიღარიბე ისაუბრებს და მხოლოდ რეპრესიებით გიპასუხებენ. ნუ გაჩუმდებით”

მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს.