“მთავარი ამბავი, რაც თანაბრად შეიძლება მოგეწონოს და არ მოგეწონოს ამ გადაწყვეტილების ის არის ის, რომ პირდაპირი მნიშვნელობით სრულ ვა-ბანკზე წავიდა ოპოზიცია. ერთი მხრივ, ნამდვილად გაბედული და ვაჟკაცური საქციელია უთხრა ამომრჩეველს რომ „აჰა დამინახე, ეს არის რაც არის ეს არის შანსი და ან გამოვიყენებთ ან შანსს, ან არა“, ამიტომ მეორე, მესამე, მეშვიდე ლიდერებით კი არა, პარტიის თავმჯდომარეებით არის წარმოდგენილი ამ წუთას ყველა პარტია.

ვისაც ეს ქმედება არ მოეწონება, სწორედ იმავე მიზეზით არის გამოწვეული, რომ მარცხი თუ იქნა ასეთ შემთვევაში რისკი ძალიან მაღალია, თუმცა იმის მიუხედავად, ლიდერებთან ერთად იქნება ეს მარცხი თუ მის გარეშე, ძალიან დიდი სხვაობა მაინც არ იქნებოდა ოპოზიციისთვის ასეთ შემთხვევაში, ამიტომ მე მაინც ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან თამამი და სწორი გადაწყვეტილებაა.

თუ ახლა “ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ასე თუ ისე, მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია 2024 წელს არჩევნები არ ჩავატაროთ, ამიტომ ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. კატაკლიზმები ხდება და შეიძლება ამან ცვლილება გამოიწვიოს, მაგრამ მეტნაკლებად ჩვეულებრივ ვითარებაში, გეუბნებით, რომ 2030 წლამდე იქნება ბატონი ბიძინა”

თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა პალიტრანიუსის ეთერში.