“3-4 წლის წინ, როდესაც საქართველოში ვიყავი, მაშიონ უკვე დავინახე ბელარუსის მსგავსი ტენდენციები. ეს დადასტურდა რუსული კანონით და ბევრი რამით, რასაც მე ვისმენ ქართველი მეგობრებისგან. ასე ჩანს, რომ ამ კანონით ბიძინა “ქართულ კოშმარს” იოლი გზით გაუძღვება – დახურავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და დაუწყებს დევნას ყველა პოლიტიკოსს, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს. სწორედ ამისთვის სჭირდებათ ეს რუსული კანონი, რათა შემდეგ არჩევნები გადააქციონ ისეთ პროცესად, როგორც ამას ლუკაშენკო აკეთებს ბოლო 30 წელია. ამ დროის დაკარგვით საქართველო კარგავს ევროინტეგრაციის ყველა შანსს, რადგან თქვენ იცით, რომ ვაშინგტონში მიღებულ ნატოს კომუნიკეში საქართველო ნახსენები არ არის. სამწუხაროა, რომ “ქართულ ოცნებას” იქ არ ჰყავდა არც ერთი მეგობარი, რომელიც ამ კომუნიკეში საქართველოს შეტანას მხარს დაუჭერდა. იგივე ხდება ევროკავშირშიც, სადაც მოლაპარაკებები უკვე იწყება უკრაინასთან და მოლდოვასთან, საქართველო კი ქრება ამ პროცესიდან.
“ქართული ოცნება” იყენებს კომუნისტურ და ორუელისეულ მეთოდებს, როდესაც სიმართლეს უწოდებს ტყუილს და პირიქით. მე ეს ლიეტუვაშიც მახსოვს. ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთს მხარს უჭერს ჩინეთი. თუ ნატოს კომუნიკეს წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ეს იქაც წერია. თუ “ქართული კოშმარი” არ თვლის ასე, მაშინ ამის ალტერნატივა არის რუსეთის ინტერესების გაზიარება, ლავროვისა და პუტინის აზრების გამეორება, რომ ნატო ომის პარტიაა. მაგრამ ნატო 75 წელია რაც მშვიდობას იცავს და აქ, ჩემს უკან თქვენ ხედავთ ლიეტუვას, რომელმაც კეთილდღეობა სწორედ ევროკავშირისა და ნატოს წყალობით მოიპოვა. სტატისტიკით, ჩვენი ახალგაზრდები ყველაზე ბედნიერები არიან მსოფლიოში. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთი მდიდრები და ბედნიერები. ასევე ვართ უსაფრთხოდ და ამას უზრუნველყოფს ნატო და ევროკავშირი.”
ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.