“თუ გადავადებულ სესხზე პროცენტებს მაინც დაარიცხავენ, შეგიძლიათ მომმართოთ და პირადად დაგეხმარებით!“–დავით ჭიჭინაძე

„ 2020 წლის მარტიდან მოყოლებული, ვისაც შეუმცირდა, ან საერთოდ დაკარგა შემოსავალი, მიმდინარე სესხები კი გადაუვადეს, მაგრამ პროცენტზე პროცენტი დაარიცხეს, ყველა არის გასაუქმებელი!

და თუ ვინმეს ამ პროცენტებს მაინც დაარიცხავენ, შეეგიძლიათ მომმართოთ და პირადად დაგეხმარებით ყველანაირად!“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, პრემიერ გახარიასთან შემდგარი საუბრის შემდეგ.

ჭიჭინაძის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ პრემიერი არ ფლობს სიტუაციას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რადგან  მას ეგონა, რომ ვისაც სესხები გადაუვადეს, მათ დამატებით არაფერი დარიცხვიათ. სინამდვილეში კი, აბსოლუტურად ყველა გადავადებულ სესხზე ხდებოდა ახალი პროცენტის დარიცხვა და ახალი კრედიტების გაცემა.

„ არადა, საგანგებო მდგომარეობის გამო,  ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს შემოსავლები ან საგრძნობლად  შეუმცირდათ, ან საერთოდ დაკარგეს.

ანუ, შეიქმნა  კლასიკური ფორს-მაჟორული სიტუაცია, რომელიც პირველ რიგში ადამიანებისთვის ნებისმიერი  წარმოქმნილი ვალდებულებების შეჩერებას ითვალისწინებს და ეს რა თქმა უნდა კრედიტებსაც ეხება. და რასაც მოვითხოვ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველი დღიდან!

დღეს კი, უკვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი და პრემიერ გახარიას საუბრის შემდეგ,  სესხების გადავადება 6 თვით კაპიტალიზაციის, ანუ ყოველგვარი მოგების გარეშე შეეხება ყველას!

იქნება ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები, თუ კომერციული ბანკები. შეეხება აბსოლუტურად ყველა ფინანსურ ინსტიტუტს და არა მარტო მათ, შეეხება ნებისმიერ იმ ვალდებულებას, რომელიც წარმოიქმნება ორ სუბიექტს შორის, კერძო პირი იქნება ეს თუ იურიდიული.

შეეხება  ჩვენი მოსახლეობის იმ დიდ ნაწილს, ვისაც არ აქვს შემოსავალი და მოხვდა  300 ლარიან, ან  1200 ლარიან დახმარების პროგრამებში.

ახლა ერთადერთი რაც საჭიროა, ბოლომდე მივადევნოთ, რადგან როგორც  „ქართულ ოცნებას“ ჩვევია, დაპირება დაპირებად არ დარჩეს. იმიტომ რომ, ნებისმიერი დახმარება, რომელსაც „ოცნება“ ხალხს პირდება, დღემდე არა არის გაცემული.

ჩვენ ერთად უნდა  ვაიძულოთ მთავრობა, ამ კრიზისულ მდგომარეობაში მაინც შესრულდეს პრემიერის დანაპირები.“–აცხადებს ჭიჭინაძე.