„მინდა მჯეროდეს, რომ განსხვავებულ პოლიტიკას ვნახავთ. პირველი, ვინმე დაისჯება თუ არა. მეორე, როგორ გაგრძელდება ცხოვრება. ისევ ისეთი თავაშვებულობა იქნება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, თუ არა. პრაქტიკულად, წარმოუდგენლად მეჩვენება რეალურად დააყენოს პასუხისმგებლობის საკითხი. მაშინ ღარიბაშვილით უნდა დაიწყოს. მეორე შემთხვევაში შევინარჩუნებ იმედს, რომ აქამდე არსებული პრაქტიკა აღარ გაგრძელდება. მე მაინტერესებს, გაგრძელდება თუ არა კორუფციული პრაქტიკა, კობახიძე თავის შვილს სახელმწიფო თვითმფრინავით გადააფრენს თუ არა სასწავლებლად. ეს არის მნიშვნელოვანი და ამას ბოლოს მოუღებს კობახიძე თუ ვინმე სიკინჭელაშვილი ნაკლებად მაინტერესებს.

თუ გამოცხადდება კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა და მთავრობა დაგეგმავს კონკრეტულ ნაბიჯებს ამის საჩვენებლად და ამ პროცესის მიღმა ღარიბაშვილი დარჩება, მაშინ ეს ყველაფერი ცირკია. ამ ცირკს არავინ აჰყვება. სისტემას რომელიმე ჩინოვნიკის დასჯა ვერ უშველის. გამოძიება უნდა დაიწყოს ყველა იმ საქმეზე, რომელზეც მედია საუბრობდა, დაწყებული ბაკურიანის ტყეებით, დასრულებული ცნობილი ავიარეისით. მინიმუმ გამოძიება, ადამიანების დაკითხვა უნდა დაიწყოს“,

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.