პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი 5 ივლისის მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ “ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში შინაგან საქმეთა მინისტრს გადადგომაზე ექნებოდა დაწერილი განცხადება”.
მისივე განცხადებით, მინისტრი პარლამენტში სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს.
“თუ განცხადებას არ წერს, საკუთარი სურვილით რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოცხადდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც რობოკოპებს და სპეცრაზმს კარგად უკეთებს ორგანიზებას, რომ გადაუაროს და აღკვეთოს ოპოზიციის მშვიდობიანი გამოსვლები, აღმოჩნდა, რომ სრულიად უსუსურია, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვაზე არის საუბარი, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლების”,– ამბობს სამადაშვილი ტვ პირველის ეთერში.
ცნობისთვის, 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენს. მიხეილ სარჯველაძეის განმარტებით, თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს.