საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, იძულებული იქნებიან, გარკვეული შეზღუდვები დააბრუნონ.
“მოგეხსენებათ, შევამსუბუქეთ აღნიშნული შეზღუდვები, ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას. მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ რა თქმა უნდა, თუ გაუარესდება ვითარება ჩვენ ისევ გავხდებით იძულებული, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, დავიცვათ ეს ელემენტარული მოთხოვნები და რა თქმა უნდა, შესაბამისი კონტროლი სჭირდება ამას მთავრობის მხრიდან”,– განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან საზოგადოებას პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდა.