სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. მისი თქმით, მანქანაზე წარწერა დილით, 12 საათზე ნახა.
“იქით აწერია 2012 და წინ აწერია *ლეო. ეს *ლეო ბოლო დროს ვუძახე ძირითადად კალაძეს და მეტი ვერავიზე ვერ მაქვს ეჭვი. ეს არის ცალსახად ვიღაცის მიერ დაშინება, რომ გავჩუმდე და არაფერი აღარ ვაკეთო… ესეთ დღეში ჩააგდეს მანქანა ნიტროსაღებავით. მოვიდნენ, ახლა აკეთებენ ექსპერტიზას. აქ მიყენია ვიდეოთვალი და გადაღებულია, ჩანს ის ორი ს*რი ვინც ეს გააკეთა. მართალია კეპკებით არიან მაგრამ კარგი გარჩევადობის კამერაა. გიპოვით ვინც ხართ და დაისჯებით. თუ გგონიათ, რომ დამაშინებთ, შამაახტით კალაძეს სათითაოდ ყველანი, ან ვინც იყო დამკვეთი იმას”- ამბობს ნატა ფერაძე ვიდეომიმართვაში.