“რასაც დღეს ვუყურებთ, ცინიკურობას, ინდიფერენტულობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ. პატიმარია, სცილდება ჩვენს ტრადიციებს. ქართულ ტრადიციებში არ არის ასეთი მიდგომები ადამიანის მიმართ, რომელსაც უჭირს. ადამიანი შიმშილობს, რა რეჟიმით, რა პროტოკოლით შიმშილობს, რა მნიშვნელობა აქვს. შიმშილობს, არის ციხეში, არის ცუდად და რომ არ გინდა საავადმყოფოში გადაიყვანო და შეჯექი… ეს არ არის ჩვენი მოვლენა.
არც ლიტერატურაში, არც კულტურაში არ ჯდება ეს. წარმოუდგენელი რამეა. ჩვენ ვართ ჰუმანური ერი, ჰუმანური ერის შვილები ასე არ იქცევიან. შეიძლება ვიღაცამ რაღაცები დააშავა, მაგრამ არ აქვს ამის მნიშვნელობა. ჩვენ ვართ სხვა ერი, გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ევროპელები და ქართველები. თუ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ქართველები, ქართველები ასეთები არ ვართ, როგორც ვექცევით ბატონ სააკაშვილს. არ შეიძლება ასე მოქცევა”
ამბობს მედიისა და პოლიტიკის ექსპერტი, ლაშა ტუღუში TV კავკასიის ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.