„ვიხილეთ, რომ საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან იმას, რასაც ოპოზიცია ამბობს. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელმაც ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციის მსჯელობას. ამის შემდეგ დაიწყეს ახალი ვერსიების შეთხზვა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობდით, რომ ამ ცვლილების მთავარი მიზანია კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა ევროინტეგრაციის კუთხით. თუ ოფიციალურად იქნება რაიმე და გვეტყვიან, რომ კონკრეტული ჩანაწერი დამაბრკოლებელია, ეს ცხადია, ამოღებული იქნება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა და წკავ-წკავის საფუძველზე არ ხდება, რადგან ეს ადამიანები არიან ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი პირები,“
ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარს გამოეხმაურა.