თუ გვინდა ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს, დღეს უნდა გამოვიდეთ – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, თუ უნდათ, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს, დღეს რუსთაველის გამზირზე აქციაზე უნდა გავიდნენ.

,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ჩვენ რომ არ გვებრძოლა პროპორციულთან მიახლოებული წესით არჩევნებიც არ იქნებოდა. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა გადაგვაგდო და რომ არა ქუჩაში ბრძოლა, შედეგი არ გვექნებოდა. არაფერი თავისით არ მოდის, თუ გვინდა რომ ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს საქართველოში დღეს უნდა გამოვიდეთ, დავენახოთ ხელისუფლებას და ვუთხრათ: არ გადავყლაპავთ ამ შეურაცხყოფას, არ გაპატიებთ ჩვენთვის არჩევნების მოპარვას. თუ ბევრი ხალხი გამოვა მიხვდებიან, რომ უკან უნდა დაიხიონ”,– თქვა ელისაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული კომენდანტის საათი აქციების წინააღმდეგ არის მიმართული.

„კომენდანტის საათი“, რომელიც დააწესეს მიმართულია აქციების წინააღმდეგ, რა ლოგიკაა იმაში, რომ 10-დან 7-მდე სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ? კორონასთან ბრძოლის თვალსაზრისით ეს არის სასაცილო. როგორც ქუჩებს რეცხავდნენ და ვითომ კორონას ებრძოდნენ ასეთივე ბოდვა არის ეს ღამე აკრძალვა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ისინი გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.